ფეხბურთი

16:33 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძეს თურქები ეპატიჟებიან

“ჟილ ვისენტეს” ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე, შესაძლოა, თურქეთის “ქარაბუქსფორში” გადავიდეს. ეს გუნდი თურქეთის პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონს სუპერლიგაში დაიწყებს.

ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში (რანგით მეორე) მე-11 ადგილი დაიკავა, თავად ფეხბურთელმა კი 44 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ავთომ მანამდე ერთი სეზონი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა, ასევე “ჟილ ვისენტეს” შემადგენლობაში. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაუტარებია 3 მატჩი, თუმცა ეს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს: მას შემდეგ აღარ გამოუძახებიათ.

0.114667