ფეხბურთი

10:57 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: “იუნაიტედს” საუკეთესო ქომაგები ჰყავს”

ლუის ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისურ გრანდს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა. მისი თქმით, “წითელ ეშმაკებს” მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები ჰყავს.

“საპატიო იყო ისეთი გასაოცარი გუნდის გაწვრთნა, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამაყი ვარ, რომ კლუბის ისტორიაში მე-12 ასოციაციის თასი მოვიგე. მოგებული მაქვს 20 ტიტული, მაგრამ ასეთი დიდი ისტორიის თასი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი მიზნები ვერ შევასრულეთ ბოლომდე. ყველას მადლობა, გულშემატკივრები კი მსოფლიოში ნამდვილად საუკეთესონი არიან”, - განაცხადა ვან გაალმა.

ვან გაალი “მანჩესტერს” 2014 წელს ჩაუდგა სათავეში და პირველივე წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დააბრუნა, მაგრამ იქ წარუმატებლად ითამაშა და პლეი-ოფში ვერ გავიდა. ამას, ისიც დაემატა, რომ წლეულს “მანიუ” ისევ ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. ასოციაციის თასის მოგებამ კი გამოცდილ ჰოლანდიელს სამუშაო ადგილი ვერ შეუნარჩუნა. სხვათა შორის, ზემოხსენებული თასი, პირველი ტიტული იყო მას მერე, რაც “ოლდ ტრაფორდიდან” ალექს ფერგიუსონი წავიდა.

ახლა კი, მთელი საფეხბურთო სამყარო “იუნაიტედის” თავკაცად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას ელოდება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ BBC-მ მოურინიო “მანჩესტერის” თავკაცად დააანონსა.

0.110372