“ტორონტო რეპტორზის” ცენტრი იონას ვალანჩუნასი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-4 მატჩში, რომელიც თბილისის დროით, 24 მაისის დილას, 04:30 საათზე აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კანადური კლუბი ფავორიტად შერაცხულ “კლივლენდ კავალიერსთან” სერიაში 1:2 მარცხდება, ამდენად, სასტარტო ხუთეულის წევრი ლიტველი ლეგიონერის დაბრუნება დიდი შვება უნდა იყოს.
“ვალანჩუნასის თაობაზე გადაწყვეტილება უშუალოდ თამაშის წინ იქნება მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, მან ტრავმა მოიშუშა და მოედანზე გასვლას მოახერხებს”, - დაწერა ESPN.com-ის ჟურნალისტმა ბრაიან ვინდჰორსტმა.