საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეს საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბასილაშვილმა “როლან გაროსზე” 3 საკვალიფიკაციო შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კაილ ედმუნდთან 6:7 (4:7), 7:6 (9:7), 5:7, 1:6 წააგო.
გადამწყვეტი მე-3 სეტის მიწურული გამოდგა, როდესაც ბასილაშვილი 5:3 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ ზედიზედ 4 (!) გეიმი დათმო და მორალურადაც “გატყდა”.
ცნობისთვის, საფრანგეთის ღია პირველობაზე კიდევ 1 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ოქსანა კალაშნიკოვა ძალებს წყვილთა ტურნირში მოსინჯავს.