ქუთაისში დასრულებულ 20-წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე +105 კილოგრამში თორნიკე ტაბატაძემ 124 კილოგრამი აიტაცა და 15 წლამდე ჭაბუკთა ევროპის რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.
მანამდე თორნიკემ, საჩხერეში, ჭაბუკთა პირველობაზე 123 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის რეკორდი პირველად გააუმჯობესა.
თორნიკე მხოლოდ 15 წლისაა და პერსპექტივაში ეროვნულ გუნდში მოხვედრის კარგის შანსიც აქვს.
ტაბატაძე სექტემბერში პოლონურ ნოვი ტომისლში ჭაბუკთა (17 და 15-წლამდელებში) ევროპის ჩემპიონატზე გამოვა და იქ თავისი შედეგების ოფიციალურად დაფიქსირების საშუალება მიეცემა.