ჩოგბურთი

21:11 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ მძიმედ დაიწყო

“როლან გაროსის” მოქმედმა ჩემპიონმა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლი მძიმე ბრძოლაში 4:6, 6:1, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
ვავრინკამ 9 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. შვეიცარიელმა 16 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი გააკეთა. ჯამში სტენმა 167 გათამაშება მოიგო, ხოლო როსოლმა - 146.
ტურნირის 1/32-ფინალში ვავრინკას მეტოქე იაპონელი ტარო დანიელი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123241