“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონ გრინმა ნბა-ს ანტირეკორდი დაამყარა.
გრინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა “ოკლაჰომასთან” (133:105) წაგებულ მატჩში -43-ს უწია, რაც აქამდე არასოდეს დაფიქსირებულია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მარგი ქმედების კოეფიციენტს ბოლო 10 წელია რაც ითვლიან. გრინმა 32 წუთი ითამაშა, ამ დროში გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი შესძინა. დრეიმონდმა 2-დან ვერცერთი სამქულიანი ჩააგდო და 9-დან ორი ორქულიანი მოათავსა კალათში. ფორვარდს 3 პერსონალური ჯარიმა და 4 დაკარგვა ჰქონდა.
სერიას “ოკლაჰომა” “გოლდენ სტეიტს” 2:1-ს უგებს.