ფეხბურთი

18:19 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ვარანი რამით ჩაანაცვლა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნაკრებში მადრიდის “რეალის” წევრ რაფაელ ვარანის ნაცვლად “სევილიას” მცველ ადილ რამის უხმო. როგორც ცნობილი ხდება, ვარანს მარცხენა ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და მართალია ჯერჯერობით უცნობია რა დრო გაუცდება ახალგაზრდა მცველს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ მოედანზე გასვლა 40 დღე ვერ შეძლოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დეშამმა მისი ჩანაცვლება რამით.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ვარანს თუ სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდება, სამშობლოში გასამართ ევროფორუმზე ითამაშებს. რაც შეეხება რამის, იგი “სამფეროვანთა” შეკრებას, სამშაბათს შეუერთდება.

0.114424