ფეხბურთი

12:11 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 - კონტემ გადაწყვეტილება მიიღო: მონტოლივო სახლში, სტურარო ევროპაზე

ანტონიო კონტემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ საბოლოოდ შეარჩია ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც "სკუადრა აძურას" ღირსებას დაიცავენ. ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა "მილანის" კაპიტანი რიკარდო მონტოლივო, ვინც ბოლო დროს ტრავმიანობას უჩიოდა. საფრანგეთში ვერც "ნაპოლის" ნატურალიზებული ბრაზილიელი ჟორჟინიო გაემგზავრება.

სამაგიეროდ, კონტემ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და 23 კაციან შემადგენლობაში შეიყვანა ტურინის "იუვენტუსის" ახლაგაზრდა საყრდენი სტეფანო სტურარო.

მართალია, აღნიშულის შესახებ ჯერ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია არ იუწყება, მაგრამ გამოცემა "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, სწორედ ასეთი იქნება დღეს საღამოს კონტეს სია, რომელსაც იგი ტელეკომპანია "რაის" პირდაპირ ეთერში გააჟღერებს.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო მარკეტი (“ლაციო”)

მცველები: ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ანჯელო ოგბონა (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), მატია დე შილიო (“მილანი”), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი")

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (“რომა”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ემანუელე ჯაკერინი (“ბოლონია”), ტიაგო მოტა (პსჟ), მარკო პაროლო (“ლაციო”), სტეფანო სტურარო (“იუვენტუსი”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”)

თავდამსხმელები: ედერი (“ინტერი”), ჩირო იმობილე (“ტორინო”), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”)

იტალიის ნაკრები 1968 წლის მერე პირველად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლების მოგებისთვის ბრძოლას, E ჯგუფიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქეები ბელგიის, ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.

0.115769