20-22 მაისს თურქეთის დედაქალას ანკარაში გამართულ საეთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე “ჩემპიონები” საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ჩემპიონები ნიკა კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55) და გიორგი სულავამ (66) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ივერიკო ჯულაყიძე (66) დაეუფლა.
ნიკა კენჭაძემ (74) ფინალში თურქი მუჰამე ალი გონგური დაამარცხა, გივი მაჭარაშვილმა (97) კი კიდევ ერთ მასპინძელ ერენ დურსუნ თურანს 2:14 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით – 10:0 სძლია.
რობერტ დინგაშვილმა (55) ფინალი კანადელ დარტე კაპეცალნთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი სულავა (66) გადამწყვეტ შეხვედრაში 4:2-ს ამარცხებდა თურქ ერზიკანს, თუმცა ასპარეზობა ფეხის ტრამვის გამო ვეღარ დაასრულა და ასევე ვერცხლს დასჯერდა.
ანკარაში გუნდს ნაკრების მწვრთნელები დავით ოთიაშვილი და კობა კაკალაძე ხელმძღვანელობდნენ.
www.wrestling.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დდ
ლებედევს ფინალიც მოაგებინეს ბოგომოევთან. ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო კარგია ლებედევი ჯობს ლადოსთვის ვიდრე მუსუკაევი
დიდი აურზაურით დაიწყი ღრუსეთის შემპიონატი 57 კილოში ვიქტორ ლებედევს აშკარად მოაგაბინეს მუსუკაევთან 4-3...რასაც ჩხუბი და ალიაქოთიმოჰყვა,დაღესტნელებმა საერთოდ უარი თქვეს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ტურნირი შეწყდა გაიმართა მოლაპარაკება,ბოლო ინფორმაციით მიიღეს უცნარი გადაწყვეტილება-მუსუკაევს მიენიჭა გამარჯვება 4-2 მაგრამ ჭიდაობას გააგრძელებს ლებედევი...თუმცა ვნახოთ საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან...