“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიოს ოფიციალური წარდგენა ჯერ არ შემდგარა, თუმცა ბრიტანული პრესა ამას მხოლოდ დროის საკითხად მიიჩნევს და მხარეებს შორის შეთანხმების ფინანსურ დეტალებზეც წერს.
როგორც Daily Mail-ი ირწმუნება, 53 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მანჩესტერულ კლუბს თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ იანვარში შეუთანხმდა და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში სხვა კლუბების შეთავაზებებზე უარი თქვა, “იუნაიტედი” მას 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ზაფხულში გუნდის შემადგენლობის გაძლიერებისთვის 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფაც. ამავდროულად, ჟოზეს მოეთხოვება ნებისმიერ სკანდალს თავი აარიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაჯარიმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის ღირებულებაც 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.