ფეხბურთი

11:38 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონი: “ჩინელებს “მილანიდან” ჩემი გაგდება უნდათ”

“მილანის” მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ჩინელ ბიზნესმენებთან კლუბის გაყიდვის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებით უკმაყოფილოა. როგორც იტალიელი ამბობს, მას “როსონერის” გაყიდვის შემთხვევაშიც სურს პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება და მოლაპარაკების პროცესს ეს აბრკოლებს.

“ჩინელებს კლუბიდან ჩემი გაგდება სურთ. მოლაპარაკების პროცესში მე წარმოვადგენ მათთვის პრობლემას. მინდა ხელშეკრულებაში შევიტანო პუნტი, რომლის თანახმად კიდევ სამი წლის განმავლობაში ვიქნები “მილანის” პრეზიდენტი, თუმცა ისინი უარს ამბობენ. დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება” - ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.110918