თამაშგარე

11:13 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ბექჰემის წამოცდენები

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დევიდ ბექჰემის ცოლს, ცნობილ მომღერალსა და მოდელს, ვიქტორია ბექჰემს (ადამსს), ხშირად უსწრებს ხოლმე ენა წინ და ინტერვიუებში არაერთხელ წამოუყრანტალებია ისეთი რამე, რაც წესით მისებრ პოპულარულ და გამოცდილ ქალს არ უნდა მოსვლოდა.

ვიქტორიას წამოცდენების სერია კვლავ გრძელდება. ამასწინათ, ერთ-ერთ ბრიტანულ ტაბლოიდთან საუბარში ბექჰემის ცოლმა სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ დევიდის ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობაა და როცა იქნება დადგება დრო და ბექჰემი ამ ოცნებას აისრულებსო.

წამოცდენა ეგრე არ უნდაო და ჟურნალისტები მეორე დღესვე მიეჭრნენ დევიდს – მართლა გინდა თუ არა ინგლისის ნაკრების გაძღოლაო. ბექჰემს ისღა დარჩენოდა, ეს ყველაფერი ცოლის ხუმრობად გაესაღებინა, მაგრამ “ყვითელ” მედიას მოატყუებს ეგ? მოატყუებს და მაგისი აჯობებს...

0.131487