ჩოგბურთი

23:43 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ტყუპების წინააღმდეგ

თუკი საფრანგეთის ღია პირველობის ვაჟთა ერთეულთა ტურნირის ძირითად ბადეში საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი იცავს, ქალების წყვილთა შეჯიბრში ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა მოსინჯავს.

ქართველი ჩოგბურთელი ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში უკრაინელი ტყუპი დების – ნადია და ლუდმილა კიჩენოკების დუეტს გაეჯიბრება.

0.114542