თამაშგარე

11:00 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისკოს ცოლს წონის მატებამ ვერაფერი დააკლო

მართალია ვიღაც-ვიღაცეები კი იძახდნენ, მადრიდის “რეალში” ბურთის მაგორებელი ისკოს მეუღლე, ფოტომოდელი ვიოლეტა კალდერონი მშობიარობის შემდეგ გვარიანად მოსუქდა, მოფაშფაშდა და მაგის ფერადი ჟურნალების ყდაზე გამოჩენა აღარ იქნებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!

ვიოლეტა შეიძლება მართლა მოასუქა მშობიარობამ, მაგრამ ეს ქალი მწარე რეალობას არ დაემორჩილა, საჭმელი მიაგდო ვითარცა მოსისხარი, ვარჯიშს სისტემატიურად მიჰყო ხელი და ახლა მისი დამნახავი კაცი იტყვის, ეგეთი ტანფეხი მომცა და თუ გინდა ნოვოსიბირსკთან ახლოს მდებარე მიგდებულ სოფელ ულიანოვკაში ჩამასახლაო.

ვიოლეტა კალდერონი თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ამბობს, რომ მას და მის ფეხბურთელ ქმარს სამი შვილი ყოლა სურთ და იგი ისკოსთვის მიცემულ პირობას აუცილებლად შეასრულებს. აი სწორედ ასეთ მონდომებულ და მრავლისშემძლე ქალებზე დგას დედამიწაცა და კაცობრიობაც!

0.138585