ფეხბურთი

12:30 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: ლიპარტია უკრაინის თასს ვერ შესწვდა

დასრულდა რუსული პრემიერლიგა და ნუკრი რევიშვილის “მორდოვია” გავარდა: ბოლოზე გავიდა. მორდოვიელებმა სტუმრად 0:3 წააგეს მოსკოვის “ლოკომოტივთან”. რევიშვილმა ამჯერად ვეღარ იხსნა გუნდი. რაც შეეხება რევიშვილის თანაგუნდელ მამუკა კობახიძეს, ის სათადარიგო გახლდათ და ამ სეზონში თითქმის არც უთამაშია.

რუსეთის ჩემპიონი მოსკოვის ცსკა გახდა, მეორეზე კი “როსტოვი” გავიდა, რომელმაც სტუმრად 2:0 მოუგო “ტერეკს”. მოგებულთა შორის მინდორზე არ გამოჩენილა ნიკა კაჭარავა, რომელიც სათადარიგო იყო. “ტერეკშიც” ირიცხება ქართველი- მცველი თედო გრიგალაშვილი, რომელიც ამ ზაფხუკს კლუბს შეიცვლის.

ჯანო ანანიძის ‘სპარტაკმა” “უფასთან” გასვლაზე 1:3 წააგო და მეხუთეზე დაასრულა სეზონი. ანანიძემ 90 წუთი ითამაშა. კარგია, რომ ბოლო ტურებში მას სრულად ენდობიან. L

სამარის “კრილიამ” მეცხრე ადგილზე დაასრულა პრემიერლიგა, ბოლო ტურში გიორგი ლორიას გარეშე ითამაშა “ანჟისთან” – 0:0. ყაზანის “რუბინმა” კი შინ 0:1 წააგო სწორედ ჩემპიონ ცსკა-სთან – 0:1. ”რუბინში” შეუცვლელად გაისარჯა სოლომონ კვირკველია. ყაზანელები მეათეზე გავიდნენ.

უკრაინის თასის ფინალი გაიმართა და ჯაბა ლიპარტიას “ზორია” დონეცკის “შახტართან” 0:2 დამარცხდა. ლიპარტია 58-ე წუთზე შეიყვანეს. დონეცკელთა განაცხადში კი გიორგი არაბიძე არ ყოფილა.

დანიის სუპერლიგაში “ორჰუსმა” სტუმრად 3:3 ითამაშა “ნორდსიელანდთან” და ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. მათე ვაწაძე ბოლო ტურებში განაცხადში ვეღარ ხვდება.

0.117497