ფეხბურთი

2:33 | 22.05.2016 | ნანახია NaN - ჯერ

BBC: მოურინიო "მანჩესტერის" მწვრთნელია

ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია – აღნიშნული ინფორმაცია მომავალ კვირაში გაოფიციალურდება. ამის შესახებ ბრიტანული BBC Sport-ი იუწყება. როგორც წყაროდან ხდება ცნობილი, პორტუგალიელი სპეციალისტი და “იუნაიტედის” შეფები ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის დაწყებამდე შეთანხმდნენ. თუმცა, ამ დროისთვის არ ხმაურდება კონტრაქტის დეტალები – რა ვადით ჩაიბარებს ჟოზე “მანჩესტერს” და რამდენი იქნება მისი გასამრჯელო.

ლუის ვან გაალს კი ასოციაციის თასის მოგებამაც ვერ უშველა – ბუნებრივია, მიუხედავად სოლიდარული დახარჯული თანხისა და ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებისა, “მანიუ” მაინც ჩემპიონთა ლიგის მიღმა აღმოჩნდა.

ისე კი, შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერში” ჟოზე მოურინიოს შესაძლო დანიშვნაზე უკვე კარგა ხანია იწერებოდა. “განსაკუთრებული” ბოლოს ლონდონის “ჩელსის” ედგა სათავეში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:55 | 11.02.2020
Javshana (3011)

ნოტინგემს ვბალეშიკობ პრემიერ ლიგაში რო გადმოვიდეს, ეს კლუბი კი იმ ფილმის მერე შემიყვარდა რობინ ჰუდში რო არის მოვლენები ქალაქ ნოტინგემში :დ სერიალიც გადიოდა არხ საქართველოზე და მოკლედ იმ ნოტინგემის ნოსტალგიის გამო ვარ ასე :დ

0.122087