ფეხბურთი

23:27 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" კულიბალის გადაბირებას შეეცდება

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ლონდონის "არსენალი" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ნეაპოლელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. კულიბალის სატრანსფერო ღირებულება გასულ სეზონში 9-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა და მისდამი დაინტერესება ლოგიკურია.

გასულ სეზონში სენეგალელმა 42 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კალიდუ "ნაპოლიმ" "გენკისგან" 2014 წლის ზაფხულში 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112131