კალათბურთი

16:40 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათურებს ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებთ

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დღეს მესამე შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ამ შეხვედრამდე სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება, ანგარიში 1:1 იყო. სტუმრად გამარჯვების შემდეგ, დინამოელებს ჩემპიონობის კარგი შანსი მიეცათ, რადგან მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში ატარებდნენ, მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს და დღევანდელ შეხვედრაში დიდი ანგარიშით 60:94 დამარცხდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ, „ქუთაისი-2010“ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ჩემპინობამდე ერთი მოგებაღა აშორებს.

ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ისევ თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამარჯვების შემთხევვაში ქუთათურები ჩემპიონები ხდებიან, ხოლო თუ „დინამომ“ შეძლო მოგება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება, მაშინ ჩემპიონს მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა გამოავლენს, რომლიც ქუთაისში ჩატარდება.

დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრას. რა შეიძლება ითქვას მატჩზე , რომლის ანგარიშშიც 34-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. პირველივე წუთებიდანვე სტუმრები ლიდერობდნენ. ხშირად იყო მომენტი, როცა ანგარიშში სხვაობა 30 ქულას აღემატებოდა. სტუმრებმა გუნდური თამაშის ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება. პარკეტზე გასული 11 კალათბურთელიდან უქულოდ მხოლოდ დავით ბარბაქაძე და დავით წივწივაძე დარჩნენ. სხვებმა კი გუნდის მიერ მოპოვებული 94 ქულა თითქმის თანაბრად გადაინაწილეს. მათგან ყველაზე ცოტა 8-8 ქულა თეიმურაზ ბაბუნაშვილისა და ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა. ყველაზე მეტი 16 ქულა კი ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ედუარდ ბრიტონმა ანგარიშზეამიითვალა. ამ ქულებით იგი შეხვედრის ბომბარდირი გახდა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათგან ყველაზე მეტი 14 ქულა ნოდარ გოგოძემ დააგროვა.

„დინამო“ – „ქუთაისი-2010“ 60:94

(11:18, 14:31, 18:25, 17:20)

0.327537