კოპა ამერიკაზე სათამაშოდ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ტატა მარტინომ ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" შემადგენლობაში არაა "ბოკა ხუნიორსის" ვეტერანი შემტევი კარლოს ტევესი და ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა თავდამსხმელი პაულო დიბალა.
სამაგიეროდ, მარტინომ აშშ_ში გასამართ ჩემპიონატზე სათამაშოდ იხმო ჩინური "ჰებეის" წევრი ეზეკიელ ლავეცი.
არგენტინელთა 23 კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერი", ინგლისი), ნაუელ გუზმანი ("ტიგრესი", მექსიკა), მარიანო ანდუხარი ("ესტუდიანტესი")
მცველები: ფაკუნდო რონკალია ("ფიორენტინა", იტალია), მარკოს როხო ("მანჩესტერი", ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი ("სიტი" ინგლისი), რამირო ფიუნეს მორი ("ევერტონი", ინგლისი), ეზეკიელ გარაი ("ზენიტი", რუსეთი), ვიქტორ კუესტა ("ინდეპენდიენტე"), ჯონათან მაიდანა ("რივერ პლეიტი"), გაბრიელ მერსადო ("რივერ პლეიტი")
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), აუგუსტო ფერნანდესი ("ატლეტიკო", ესპანეთი), მატიას კრანევიტერი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ევერ ბანეგა ("სევილია", ესპანეთი), ლუკას ბილია ("ლაციო", იტალია), ერიკ ლამელა ("ტოტენჰემი", ინგლისი), ხავიერ პასტორე (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), გონსალო იგუაინი ("ნაპოლი", იტალია), სერხიო აგუერო ("სიტი", ინგლისი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ეზეკიელ ლავეცი ("ჰებეი", ჩინეთი)
"ალბისელესტე" კოპაზე ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ ჩილეს, პანამისა და ბოლივიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ კოპა ამერიკა სტარტს 3 ივნისს აიღებს და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация