ფეხბურთი

10:42 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკს “დინამოში” სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელის ჩამოყვანა სურს (+VIDEO)

თბილისის “დინამოს” სლოვაკი მწვრთნელი იურაი იარაბეკი თანამემამულეს, ნახევარმცველ ერიკ საბოს დაუკავშირდა თავის გუნდში გადმოსვლის თაობაზე. საბო ბერძნულ პაოკ-ში თამაშობს. იარაბეკისგან შემოთავაზებაზე, თავად საბომ განაცხადა სლოვაკურ პრესასთან.

“დიახ, იარაბეკმა დამირეკა, ექვსი თვით ხომ არ ვისურვებდი “დინამოში” გადმოსვლას. ჯერ არ ვიცი, როგორ წავა საქმეეები სალონიკის პაოკ-ში”.

საბო 24 წლისაა და ტრნავას “სპარტაკში” 4 წლის განმავლობაში თამაშობდა, ამ გუნდს კი სწორედ იარაბეკი წვრთნიდა. ფეხბურთელი შარშან ზაფხულს გადავიდა პაოკ-ში და ქვეყნის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა – გოლი არ გაუტანია. ისე, თებერვლის შემდეგ აღარ უთამაშია საბერძნეთში.

საბო სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელია (8 მატჩი, 0 გოლი) და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანონ. ის გაფართოებულ სიაშია და ალბათ, საქართველოსთან უახლოეს ამხანაგურ მატჩშიც ათამაშებენ.

0.068582