20 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სტარტი აიღო ახალგაზრდულმა საერთაშორისო ტურნირმა “ჩემპიონები”. ტურნირის პირველ დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. ამდენივე მედალი მოიპოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა.
ტურნირის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში თურქი ერენ დურსუნ თურანი 2:14 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა. მეორე ადგილი გიორგი სულავამ (66) დაიკავა. ფინალში ქართველი ფალავანი 4:2-ს ამარცხებდა თურქ ერზიკანს, თუმცა ფეხის ტრავმის გამო ასპარეზობა ვეღარ დაასრულა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ივერიკო ჯულაყიძემ (66) მოიპოვა.
გუშინვე ხალიჩაზე გიორგი ხაჩიძე (50), გიორგი ღონიაშვილი (50), შმაგი თოდუა (66) და რამაზან მალაკოევიც (66) გავიდნენ, თუმცა უმედლოდ დარჩნენ.
დღეს, 21 მაისს, შეხვედრები 55, 74 და 120 კგ. წონით კატეგორიებში გაიმართება, საქართველოს სახელს კი შემდეგი მოჭიდავეები დაიცავენ: 55 კგ – კახა ირემაძე, რობერტ დინგაშვილი; 74 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი, ნიკა კენჭაძე.
www.wrestling.ge