დღეს კახეთის ერთ-ერთ რაიონში, გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და მხარდაჭერით საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
,,გურჯაანის ახალის საჭადრაკო კლუბი ვეტერანი მოჭადრაკეების, საერთაშორისო დიდოსტატების, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძისა და ქალთა შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი სახელობისაა“, - გვითხრა ნიკოლაძემ.