უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ლოგიკურია ყველაზე მეტი წარმომადგენელი "სევილიას" ჰყავს. უეფამ ტურნირის გამარჯვებული გუნდიდან 7 ფეხბურთელი გამოარჩია.
ფინალში დამარცხებულ "ლივერპულს" საუკეთესო 18 ფეხბურთელს შორის 2 მოთამაშე წარმოადგენს. "მერსისაიდელებზე" მეტი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში "დორტმუნდს" ჰყავს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ევროპა ლიგის 18-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ სორია ("სევილია"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")
მცველები: ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი"), მატს ჰუმელსი ("დორტმუნდი"), ადილ რამი ("სევილია"), მარიანო ("სევილია", დარიო სრნა ("შახტარი").
ნახევარმცველები: ემრე ჩანი ("ლივერპული"), გონსალო კასტრო ("დორტმუნდი"), ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული"), ევერ ბანეგა ("სევილია"), გრჟეგორჟ კრიხოვიაკი ("სევილია"), სტივენ ნზონზი ("სევილია"), მარლოსი ("შახტარი").
თავდამსხმელები: არიც ადურისი ("ბილბაო"), პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი"), სედრიკ ბაკამბუ ("ვილიარეალი"), კევინ გამეირო ("სევილია")