კალათბურთი

12:31 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 12 ქულა და ნახევარფინალის საგზური

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მცველმა მანუჩარ მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” მეოთხედფინალში “ბანვითს” საშინაო შეხვედრა 77:76 მოუგო, სტუმრად კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და იოლად – 86:73 იმარჯვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმაც დიდი წვლილი დაიდო.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მანუჩარმა ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, ქართველი მცველი მხოლოდ ამერიკელებს – სკოტი ვილბეკინსა და ლუკ ჰერენგოდის ჩამორჩა. პირველმა 29 ქულა ჩააგდო, მეორემ კი 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალურ სერიაში “დარუშაფაკას” მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ანადოლუ ეფესი” იქნება, რომელმაც “გაზიანთეფს” სერია ასევე 2:0 მოუგო.

ნახევარფინალის 2 საგზურის მფლობელთა ვინაობა დღეს გაირკვევა. ჯერჯერობით, “ფენერბაჰჩე” “უშაკს” უგებს, ხოლო “ქარშიაქა” “გალათასარაის” ამარცხებს.

0.115819