იტალიური “რომას” ცოცხალმა ლეგენდამ 39 წლის ფრანჩესკო ტოტიმ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ტოტი ახალ კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მაისი ბოლოს მოაწერს. ფრანჩესკოს რომაულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ივნისის თვეში ეწურებოდა.
სერია ა-ს ბოლო 13 შეხვედრაში ტოტიმ 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.