თამაშგარე

11:14 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა დაბრუნდა!

ქართველ კაცს ქერჩის ფრონტიდან მამის დაბრუნება არ გაუხარდებოდა ისე, როგორც სრულიად ლათინურ ამერიკას, ძუძუდალოცვილი პარაგვაელი მოდელის ასუნსეონის ფოტოსტუდიაში დაბრუნება და მისი ახალი ეროტიკული ფოტოგადაღებების დაანონსება გაუხარდა.

როგორც იცით, ლარისას გარკვეული პერიოდი “შემოქმედებითი პაუზა” ქონდა აღებული და ისვენებდა როგორც გარესამყაროსგან, ასევე საკუთარი ამბიციებისგან, რამეთუ ამ ქალს ამბიციები მისსავე მკერდზე გრანდიოზული აქვს და მათ დაოკებას ნამდვილად არ სჭირდება პატარა ძალისხმევა.

თუმცა, როგორც გითხარით, სამართლიანობა აღსდგა და ლარისა ძველ და დიდებულ ხელობას კვლავ დაუბრუბდა. სანამ ლარისა ისვენებდა და ხაშურულ ჰამაკში თვლემდა, ასპარეზზე მისი ახალგაზრდა და ტალიკ-ტალიკი კოლეგები გამოჩნდნენ და რიკელმეს ძველი დიდების დაბრუნება ალბათ გაუჭირდება, მაგრამ ეს ისეთი ქალია, არც მამალი მგელი აშინებს და არც დედალი კონკურენტი.

0.159457