ჭადრაკი

1:27 | 20.05.2016 | ნანახია 1800 - ჯერ

ხომერიკი ლიდერთა შორისაა

რუსულ კირიშიში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” წარმატებულად თამაშობს შეჯიბრის ერთადერთი გოგონა მონაწილე – ქართველი ნინო ხომერიკი (2304).

ახალგაზრდულ მემორიალზე 3 ტური მიილია, ხომერიკს კი 2.5 ქულა აქვს და გერმანელ დმიტრი კოლარსთან (2470) და რუს სემიონ ლომასოვთან (2342) ერთად, პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.

მე-3 ტურში ხომერიკმა თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი აბდულა გადიმბაილი (2330) დაამარცხა, მე-4 ტურში კი შავებით ხსენებულ კოლარსს გაეჯიბრება, რომელსაც ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნია.

“მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 11 ტურად მიმდინარეობს და 28 მაისს დასრულდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:06 | 20.05.2016
shakooo7 (2507)

მშვენიერი გოგოა არ გავს მოჭადრაკეს

10:27 | 20.05.2016
ogafa (10220)

წარმატებები

0.133264