ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ ვრბამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის თავდაპირველად შერჩეული 28 ფეხბურთელიდან საფრანგეთში წასაყვანი 23 მათგანი შეარჩია.
ჩეხეთის ნაკრები ევრო 2016-ზე ასეთი შემადგენლობით მიმგზავრება:
მეკარეები: პიტერ ჩეხი ("არსენალი"), ტომაშ ვაცლიკი ("ბაზელი"), ტომაშ კოუბეკი ("სლოვანი" ლიბერეცი)
მცველები: თეოდორ გებრე სელასიე ("ვერდერი"), რომან გუბნიკი ("ვიქტორია", პლზენი), პაველ კადერაბეკი ("ჰოფენჰაიმი"), მიხალ კადლეცი ("ფენერბაჰჩე"), დავიდ ლიმბერსკი ("ვიქტორია" პლზენი), დანიელ პუდილი ("შეფილდ უენსდი"), მარეკ სუხი ("ბაზელი"), ტომაშ სივოკი ("ბურსასფორი")
ნახევრმცველები: ვლადიმირ დარიდა ("ჰერტა"), ბორჟეკ დოჩკალი ("სპარტა", პრაღა), დანიელ კოლარი ("ვიქტორია", პლზენი), ლადისლავ კრეიჩი ("სპარტა"), დავიდ პაველკა ("ქასიმფაშა"), იაროსლავ პლაშილი ("ბორდო"), ტომაშ როსიცკი ("არსენალი"), ირჟი სკალაკი ("ბრაიტონ-ენდ-ჰოუბი"), იოსიფ შურალი ("სპარტა", პრაღა).
თავდამსხმელები: დავიდ ლაფატა ("სპარტა", პრაღა), ტომაშ ნეციდი ("ბურსასფორი"), მილან შკოდა ("სლავია", პრაღა)
ჩეხები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ხორვატიისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.