“რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აპრილის თვეში “რეალმა” ზიდანის თავკაცობით პრიმერადივიზიონში ექვსი მატჩი ჩაატარა და ყველა მეტოქე დაამარცხა: “ბარსელონა (2:1), “ეიბარი” (4:0), “ხეტაფე” (5:1), “ვილიარეალი” (3:0), “რაიო” (3:2), “სოსიედადი” (1:0)