ფეხბურთი

15:38 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლომაიამ იხუმრა: “ბუფონი 40 წლამდე აპირებს თამაშს და რით ვარ მასზე ნაკლები?”

ბაქოს “ინტერის” ქართველმა მეკარე გიორგი ლომაიამ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და შემდეგ უკვე მოლაპარაკება შედგება ხელმძღვანელობასთან. ლომაიამ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა “ინტერში”, თუმცა სურვილი გამოთქვა – მინდა, კარიერა ამ კლუბში დავასრულოო.

“როდის ვაპირებ აქტიური ფეხბურთიდან წასვლას? იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი 40 წლამდე აპირებს თამაშს და რით ვარ მასზე ნაკლები?.. ჯანმრთელობა თუ ხელს შემიწყობს, კიდევ ვითამაშებ. მეკარეებს ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს, სხვა პოზიციის ფეხბურთელებთან შედარებით, დიდხანს შეგვიძლია თამაში”.

ლომაია 8 აგვისტოს 37 წლისა გახდება. მას 45 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

0.121643