“დუისბურგის” ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს მეორე ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის (liga2-online.de) გამოკითხვის შედეგად.
ჭანტურიამ დამაჯერებლად მოიგო გამოკითხვა, მას გულშემატკივართა 61-მა პროცენტმა მისცა ხმა. მეორეზე “ფორტუნას” ფეხბურთელი ქერემ დემირბაი გავიდა – 22 პროცენტი.
შეგახსენებთ, ჭანტურიამ გასულ ტურში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (VIDEO), რითაც “დუისბურგმა” 1:0 მოიგო “ლაიპციგთან” და მეორე ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. ახლა გიორგის გუნდს ფლეი-ოფი ელის მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან “ვიურცბურგთან”. თამაშები 20 და 24 მაისს გაიმართება.