კრიშტიანუ რონალდუს ამ ბოლო დროს ქალები ისე დაეხვივნენ, ვითარცა თაფლს ბუზები და როგორც იტყვიან ხოლმე, პორტუგალიელ მობურთალს ქალებისაგან უკვე გასაქანიც აღარა აქვთ მიცემული. ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა სატრფომრავლობა შეიძლება სულაც არ იყოს საამო.
სხვა მრავალ ცნობილ ლამაზმანს, არც თურქი მოდელი ქანსუ ტასკინი ჩამორჩა, რომელმაც ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა, რომ კრიშტიანუსთან ინტერნეტის საშუალებით მეგობრობს და სულ მალე დადგება ჟამი, როდესაც მას პორტუგალიელი მეგოლე მკერდზე მიიღებს და “დაამუშავებს”.
თურქი ლამაზმანი ირწმუნება, რონალდუს ისე მოვწონვარ, ჩემი სახისა და მომრგვალებული ალაგების დანახვისას თვალები კონსტანტინეპოლის კარიბჭესავით ეღება და გული ისე უძგერს, როგორც ჯვაროსან რაინდებს უძგერდათ მაშინ, როდესაც ჩემი წინაპრები კონსტანტინეპოლზე საბოლოო შეტევას ამზადებდნენო.