ავტოსპორტი

1:49 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი „ფერარიში“, ალონსო „მერსედესში“?

ფორმულა 1-ის „სილი სიზონი“ დაიწყო - პადკში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფერარი“ მოლაპარაკებას ნიკო როსბერგთან აწარმოებს. ეს ამბავი „დაიმლერის“ შეფ დიტერ ცეტშეს გაუგია, რომელიც ბარსელონას რბოლას დაესწრო და უთქვამს, ნიკოს ჩვენთან შემდეგ სეზონზეც კონტრაქტი აქვსო.

იმავდროულად, „მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ მომავალში მისი გუნდი შესაძლოა ფერნანდო ალონსოთი დაინტერესდეს. თუმცა: „ფერნანდო ფ1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლია და მე მისი ხასიათი მომწონს. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი პრიორიტეტი ნიკოა“. „ელ მუნდოსთან“ საუბრისას მანვე დასძინა, რომ თუ როსბერგი კონტრაქტის განახლებას აღარ ისურვებს, მაშინ სამქიმიანები სხვა ვარიანტებს განიხილავენ, მათ შორის, ალონსოზეც.

„კორიერე დელა სერა“ ყვება, რომ „ფერარიმ“ მოლაპარაკება დაიწყო როსბერგთან. ამის მიზეზად რეპორტიორი ჯორჯო ტერუცი მარანელოდან კიმი რაიკონენის შესაძლო წასვლას ასახელებს. კიმი გუნდში ყველას უყვარს, მაგრამ ის უკვე 36 წლისაა და სპორტში დიდხანს ალბათ აღარ დარჩება. „ფერარის“ კი სურს, რომ დროულად დაიჭიროს თადარიგი და ამ ეტაპზე თავის ბოლო ჩემპიონი, ღირსეული პილოტით ჩაანაცვლოს. როსბერგმა კი დაამტკიცა, რომ სწრაფიცაა და ნერვებიც საჩემპიონო აქვს.

„მერსედესში“, მიხაელ შუმახერთან და ლუის ჰამილტონთან ერთად გატარებული სეზონების განმავლობაში, როსბერგი ბრძოლისუნარიან მრბოლად ჩამოყალიბდა და ტერუცის თქმით, „ფერარიც“ მასში სწორედ ამ თვისებას აფასებს ყველაზე მეტად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167028