ავტოსპორტი

0:25 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დათა ქაჯაიას ახალი თანაგუნდელი - იორდი ხენე

TCR-ის საერთაშორისო სერიის მეოთხე ეტაპზე, რომელსაც ლეგენდარული იმოლას ტრეკი უმასპინძლებს, „ლიკვი მოლი ტიმ ენგსტლერში“, დათა ქაჯაიას ახალი თანაგუნდელი ეყოლება ესპანელი იორდი ხენეს სახით, რომელიც რუს მიხაილ გრაჩოვს შეცვლის.

45 წლის ხენე გამოცდილი პილოტია. განსაკუთრებით ტურინგის კლასშია სპეციალიზებული. პირველ რიგში, 2001 წელს, ლე მანის 24-საათიანი რბოლა თავის კლასში (LMP675 - ღია პროტოტიპები) აქვს მოგებული. მეორეც, 2005-2010 წლებში WTCC-ში ასპარეზობდა, თუმცა „მხოლოდ“ 4 რბოლის მოგებით დაკმაყოფილდა.

გასულ სეზონში ხენემ TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველ ჩემპიონატში იასპარეზა (კრაფტ-ბამბუ ლუკოილი) სამი რბოლა მოიგო (სეპანგი, სოჭი, სინგაპური), ოთხი მეორეზე დაასრულა, რითაც პილოტთა კლასიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანელმა მრბოლმა, „ფოლკსვაგენ Golf Gti TCR-ის“ ტექნკურ სრულყოფაში მიიღო მონაწილეობა და ამ ავტომობილს ძალიან კარგად იცნობს. ასე რომ, იმოლას ტრეკზე ქართველ მრბოლს მისსავე თანაგუნდელის სახით, ძალიან ძიერი მეტოქე ეყოლება.

0.091389