სხვა

17:25 | 18.05.2016 | ნანახია 2200 - ჯერ

ტოჩინოშინმა წოდებაში წინსვლა გაინაღდა

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მე-8 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ვადაზე ადრე მოახერხა.

დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა შოჰოძანს აჯობა (ჰიკიოტოშით), შემდეგ ორთაბრძოლას კი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეშოსთან გამართავს, რომელთანაც ერთადერთი გასული შერკინება მოგებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილში ტოჩინოშინი მხოლოდ ოთხ სუმოისტს ჩამორჩება. იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო 11-11 მოგებით ლიდერობენ, იოკოძუნებს ჰარუმაფუჯის და კაკურიუს კი აქტივში 9-9 გამარჯვება აქვთ.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე წარმატებული დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელსაც. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სოკოკურაის იორიკირით აჯობა და 6 მარცხის წილ მე-5 მოგება გაიფორმა.

იოლი გამოსათვლელია, რომ წოდებაში წინსვლისთვის, ქართველ გოლიათს დარჩენილი 4 შეხვედრიდან სამის მოგება სჭირდება. გაგამარუს მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს ამარცხებს.

ნაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 1:35-დან, ტოჩინოშინის - 5:38-დან


კომენტარები (30)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:23 | 19.05.2016
ივერიელი (12)

შეიძლება ითქვას რომ ამ დროისთვის, რომ ტოჩის კომუსუბის ტიტული უკვე გარანტირებული აქვს, ხოლო სეკივაკეობა თითქმის. ამისათვის კი მან უნდა მოიგოს მინიმუმ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ან კაისეისთან (სავარაუდოდ შაბათს) ან კოტოიუკთან (სავარაუდოდ კვირას), შესაძლოა თანმიმდევრობა პირიქით იყოს. ტოჩის შანსებს ზრდის ის ფაქტიც, რომ შესაძლოა კაისეი და კოტოიუკი ერთმანეთს შეახვედრონ, ამ შემთხვევაში კი ტოჩის ორივე კონკურენტს აღარ შეხვდება, ხოლო ტაკარაფუჯის კონკურენტად საერთოდ აღარ მივიჩნევ

13:07 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

კოტოუკის კიდევ 2 წაგება დაგვხატავს, მარა მთავარიაუარყოფითზე გავიდეს. კაისეი ხვალ იმ მძორ იჩინოჯოს აჯობებს და იმედია ბოლო 2 ბრძოლას წააგებს. და ტაკარაფუჯი იმედია 1-ს წააგებს დარჩინილი 3-დან. ტოჩიმ ხვალ წესით ადვილად უნდა მოიგოს და იმედია კიდე მოიგებს. სეკივაკე უნდა გახდეს ამ ბაშოზე

13:20 | 19.05.2016
qortu (217)

წინა ბაშოებზე როცა ტოჩი კარგად გამოდიოდა მაშინ ყველა მოწინააღმდეგეც კარგად იბრძოდა, ამ ბაშოზე ტოჩის აქვს უჭველი შანსი სეკივაკეობაზე რომ გაიქაჩოს, ეხა თუ ვერ მიაღწია მერე უფრო გაუჭირდება, თოჩის ასაკში აღწევენ ხოლმე სუმოისტები ფორმის პიკს და დაახლოებით 2-3 წელი ამ ფორმაში არიან, მერე მიდის რეგრესი, დააკვირდიტ კაკურიუს, როგორ გამოიყენა ზუსტად ეს შანსი, ეხა კიდე არის თავის საშუალოზე მაღალ ფორმაში და მშვიდად იგებს საშუალოდ 10 ორთაბრძოლას.
კიდე ერთი, რომელირაც საიტზე წავიკითხე და მინდა თქვენც გაგანდოთ (წყარო არ მახსოვს სამწუხაროდ) ის სუმოისტები რომლებმაც ჯურიოში 15-0-ზე აქვთ იუშო აღებული 90% მიაღწია მინიმუმ სეკივაკეს წოდებას, იმედი მაქვს ტოჩიც გააგრძელებს აღნიშნულ ტრადიციას.

12:58 | 19.05.2016
penomena (1374)

ადმინ რა დავწერე ეგეთი?? კოტოუკის შევურჩიე ახალი მეტსახელი-))))))))))))))))))))

12:58 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

კარგია, წააგო კოტოუკიმ, იმედია იოშიკაც აჯობებს ხვალ.

12:58 | 19.05.2016
penomena (1374)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:54 | 19.05.2016
penomena (1374)

არაა გამორიცხული ტოჩი დააჯახონ კოტოუკის

12:59 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

სწორიც იქნება. მე ასე ვიზამდი, სეკივაკეობაზე იქაჩება და უნდა აჯობოს. ბოლო 3 დღეში იოკოძუნები ერთმანეთს და ოძეკებს ხვდებიან და წესით არ უნდა მოუწიოს ჰოდა რჩება სეკივაკეები.

12:52 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

ჰაკუჰოს და კისეს ბრძოლა რა მაგარი იქნება.

12:52 | 19.05.2016
penomena (1374)

აბა ახლა ჰარუმამ უნდა დააგდოს კოტოუკი

12:44 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

გაინაღდა ღიპუცამ დადებითი (ტერუნოსთან ვერ წააგებს)

12:39 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

ჰარუმამ უნდა მოუგოს კოტოუკის და იმედია ხვალ იოშიკაც აჯობებს

12:38 | 19.05.2016
penomena (1374)

ეგ ტერუნო თუ გაგამარუ ვეღარ გავიგე-)

12:39 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

ტრავმა აქვს და ჯობდა გაეცდინა და მოერჩინა წესიერად.

12:37 | 19.05.2016
penomena (1374)

მემგონი არ უჭიდავია სეივაკეებთან

12:35 | 19.05.2016
penomena (1374)

ხვალ კოტოუკი იოშიკაძე საინტერესო ჯახია და თოჩისთვისაც მნიშვნელოვანია რა შედეგით დამთავრდება

12:34 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

ტოჩი სანიკუდან ვის ეჭიდავა უკვე? ტერუნოს მოუგო, ჰარუმასთან წააგო. კაისეის მოუგო. სეკივაკეებს ეჭიდავა?

12:34 | 19.05.2016
penomena (1374)

ნუ კონკურენტები არიან ტაკარაფუჯი, კაისეი,იოშიკაძე არამგონია დადებითზე რომც გავიდეს ტოჩი ასწრებს. ტაკასუც კარგად მიდის ნუ წოდებით ტოჩის უკანაა და ეგ კარგია. ტაკარაფუჯი ხვალ ოკონიუმთან წააგებს იმედია

12:31 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

მაკეკოშები აირტყა ბევრმა ახლა კოტოუკის და ტაკარაფუჯის წაგებები გვინდა ტოჩის წინსვლისთვის.

12:32 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

პირველ რიგში ესენი ამათ მერე კაისეის და იოშიკას წაგებებიც გვინდა.

12:30 | 19.05.2016
penomena (1374)

ფუ ამ იკოის დდდდდდ. როგორ მოუგო ტაკარაფუჯიმ

12:28 | 19.05.2016
penomena (1374)

მოკლედ როგორც ვამბობდი ტოჩის კონკურენტები მოგოირიუ, იჩინოჯო, ოკონოუმი მაკეკოჩი. იმედია ტაკარაფუჯი მიყვება დღეს და კაისეიც ვერ გავა დადებითე. პრასქტიკულად ტოჩი ისევ შეაღწევს

12:27 | 19.05.2016
Buratino (3505)

კარგია რომ დღესაც გაგვახარეს ჩვენებმა. ტოჩიმ თუ ასეთ სტილში მერეც იჭიდავა (როცა სანიაკუში იქნება), დარწმუნებული ვარ მეტს მიაღწევს. ხვალ ულაპარაკოდ უნდა მოუგოს ტოკუშორიუს და ბოლო 2 დღეს ვნახოთ ვის დააჯახებენ სანიაკუდან. გაგამაც კარგია რომ მოახდინა მობილიზაცია, რისკენაც მე მოვუწოდე. ამის მიუხედავად, ხვალ უმძიმესი ბრძოლა ელის თავისნაირი ბალანსის მქონე სადანოუმისთან. მოკლედ, ხვალ თუ შეძლო მოგება, 99%-ით კაჩი-კოშს აიღებს. თუ არადა, მაშინ კედელთან იქნება მიყენებული და ფსიქოლოგიურადაც გაუჭირდება

12:18 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

ტოკუშორიუს ადვილად უნდა აჯობოს ხვალ

12:13 | 19.05.2016
penomena (1374)

ხვალაც მოიგებს დიდი ალბატობით, აი ბოლო ორ დღეს ალბათ სანიაკუს სასტავთან მოუწევს ჭიდილი

12:12 | 19.05.2016
penomena (1374)

მაინც ცურიდაშით შეაფასეს ეგ ილეთი და რაც მთავარია მოიგო

12:17 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

იორიკირი უწერია

12:11 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

რა ცოტა დააკლდა ტოჩის ცურიდაშისთვის

12:16 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

მარა მთავარია მოიგო.

11:51 | 19.05.2016
penomena (1374)

Tu logikurad damtavrda dges sherkinebebi tochis ramodenime konkurenti makekochisbairtyaven

11:50 | 19.05.2016
penomena (1374)

Male iqneba tochic, xval gagas rtuli brzola elis

11:49 | 19.05.2016
penomena (1374)

linki daagdet saidanac uyurebt

11:47 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

რა ხოშიანად მიაწვა გაგა, 6-6. იმედია გავა დადებითზე

11:09 | 19.05.2016
BEERTRANCE (97819)

მიდით ტოჩი და გაგა მოიგეთ 2-ემ დღეს

18:42 | 18.05.2016
BEERTRANCE (97819)

ტოჩის ტრავმამ უშველა თუ რა არის მგელივით ომობს. და ნაირ ნაირი ილეთებით იგებს, მიდი მიაწექი არის ჯერჯერობით სეკივაკეობის შანსი

20:41 | 18.05.2016
kelbo (7279)

მობილიზებულია უფრო და ძალიან პრაგმატულად ჭიდაობს
ეს იძულებით ათვისებული პრაგმატული მრავალფეროვნება მომავალში ძალიან გამოადგება

22:34 | 18.05.2016
BEERTRANCE (97819)

მთავარია შეინარჩუნოს და არ დაივიწყოს. იმედია აწი სულ ასეთუ მრავალფეროვნება ექნება ილეთებში

18:26 | 18.05.2016
Buratino (3505)

გენაცვალე ტოჩი, მგელი ხარ! თავიდან ამ ბაშოს შემდეგ შენს 1-ლ მაეგაშირობაზეც თანახმა ვიყავი მაგრამ ახლა მინიმუმ კომუსუბობა (იქნებ სეკივაკეობა, თანაც პირველად!) რეალურია. შენ ტემპი არ დააგდო, მასე გააგრძელე!
გაგას რაც შეეხება, ამ ეტაპზე მთავარია რომ ძურიოში არ გავარდეს და მერე იქნებ წინსვლაზეც იფიქროს. ისე კი, მისი მაქსიმუმი სადღაც 10-ე მაეგაშირობა მგონია

0.129001