ნიკა კვეკვესკირი კვლავ მოხვდა აზერბაიჯანული ტურის სიმბოლურში. თანაც, წაგებული მატჩის შემდეგ: ბაქოს “ინტერი” 2:4 დამარცხდა “ნეფთჩისთან”, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა მისი გუნდის გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში, კარგადაც ითამაშა.
კვეკვესკირი საკმაოდ ხშირად ხვდება ტურის საუკეთესო თერთმეტეულში და ხშირად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.