ფეხბურთი

15:42 | 18.05.2016 | ნანახია 1936 - ჯერ

ჩეხმა პრემიერლიგის "ოქროს ხელთათმანი" მოიგო

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" მეკარემ პიტერ ჩეხმა 2015/16 წლების სეზონის "ოქროს ხელთათმანი" მოიგო. ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს.

აწ უკვე გასულ სეზონში გოლკიპერმა 16 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მეორე ადგილი სამმა მეკარემ გაიყო. ჯო ჰარტმა ("მანჩესტერ სიტი"), დავიდ დე ხეამ ("მანჩესტერ იუნაიტედი") და კასპერ შმეიხელმა ("ლესტერი") 15 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი.

კარიერაში პიტერმა აღნიშნული ჯილდო მეოთხედ დაისაკუთრა. მანამდე ჩეხი პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე სამჯერ (2004/05, 2009/10, 2013/14) ლონდონის "ჩელსიში" თამაშის დროს გახდა.

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა გასულ წელს "არისტოკრატების" რიგები დატოვა და "მეთოფეებს" შეუერთდა. პირველივე სეზონში ფეხბურთელმა ჯამში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 42 გოლი და 20 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:15 | 13.01.2015
RMA FANS (3925)

წადი მილანში იდიალურია შენთვის

16:43 | 13.01.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ვერ განვიტარდააააააააააააააააააა

15:54 | 13.01.2015
CR7NOLE (15561)

ამას რეალში დარჩენის იმედი ხომ არ აქვს?

16:08 | 13.01.2015
BEERTRANCE (97819)

რეალში შეიძლება არა, მარა ევროპაში ნამდვილად შეუძლია თამაში

0.064886
1936