ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.
ამავდროულად, პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის აწ უკვე გასული სეზონის სიმბოლური ნაკრების მეკარედ დავიდ დე ხეა მიიჩნია. ესპანელმა კიპერმა მიმდინარე სეზონში 48 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 47 გოლი და 19 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.