სხვა

14:03 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

50 წლის შემდეგ

17 მაისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ფიგურული ციგურაობის დამსახურებული მწვრთნელი ედუარდ პლინერი. მას ახლდნენ საქართველოს ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და ზამთრის ოლიმპიური თამაშების 2-გზის მონაწილე ვახტანგ მურვანიძე.

პლინერი საქართველოს 50-წლიანი პაუზის შემდეგ, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მოწვევით ესტუმრა. მას შეხვდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. საუბრის დროს განიხილეს საქართველოში ფიგურული ციგურაობის დღევანდელი მდგომარეობა და მომავალი განვითარების საკითხები.

ედუარდ პლინერი დაიბადა 1936 წლის 13 ივნისს სვერდლოვსკში. იგი 14 წლის ასაკში დაეუფლა ციგურებზე სრიალს. იყო სსრკ-ს ნაკრები გუნდის წევრი, სპორტის ოსტატი. წვრთნიდა საბჭოთა ნაკრებს, რომელიც მონაწილეობდა 1976 და 1984 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე ფიგურისტი გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და პრიზიორი.

სწორედ ედუარდ პლინერის სახელს უკავშირდება საქართველოში ფიგურული ციგურაობის დაარსება, განვითარება და პირველი წარმატებები, ასევე თბილისში საციგურაო მოედნის აშენება.

www.geonoc.org.ge

0.113881