ფეხბურთი

13:39 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი “რეალის” ისტორიაში

მადრიდის “რეალის” კოსტარიკელ კიპერ კეილორ ნავასს სულ რაღაც ცხრა თვე დასჭირდა იმისათვის, რომ “სამეფო კლუბის” გულშემატკივრებისთვის თავი შეეყვარებინა. ჩრდილოეთ ამერიკელმა მეკარემ ლა ლიგის ბოლო ტურში, “დეპორტივოსთან” სეზონში 22-ე მშრალი მატჩი ჩაატარა. ნავასმა წლეულს ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38 მატჩიდან 34 ითამაშა და მხოლოდ 28 გოლი გაუშვა – საშუალოდ თამაშში – 0.82.

ეს კი საუკეთესო შედეგია ბოლო 19 წლის განმავლობაში. ნავასზე უკეთესი შედეგის ჩვენება ხსენებული დროის განვლობაში თვით იკერ კასილიასმაც ვერ შეძლო, რომელსაც ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი 2004-2005 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც 36 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა (საშუალოდ მატჩში 0.83).

ნავასმა მხოლოდ ბოდო ილგნერის შედეგი ვერ გააუმჯობესა – გერმანელმა მეკარემ 1996-1997 წლების სეზონში “რეალის” რიგებში 40 მატჩში 31 გოლი გაუშვა. ანუ, საშუალოდ ერთ შეხვედრაში – 0.77.

ამას გარდა, კეილორმა ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულად ითამაშა და საკუთარი კარი ხელუხლებად 738 წუთის განმავლობაში შეინახა. მის კარში გოლების გატანა აქამდე მხოლოდ “ვოლფსბურგმა” მოახერხა – ლიგაზე რეკორდი ჯერ კიდევ გერმანელ იენს ლემანს ეკუთვნის: 853 წუთიანი მშრალი სერია.

მოკლედ, კეილორ ნავასის დიდი დამსახურებაა, რომ “რეალი” ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და მადრიდული გრანდი ფინალშია გასული, სადაც თანაქალაქელ “ატლეტიკოს” 28 მაისს ეთამაშება.

აქვე გთავაზობთ “რეალის” მეკარეების ბოლო 20 წლის სტატისტიკას მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით:

ნავასი – 2015/16 – 34 თამაში, 28 გაშვებული გოლი (საშუალოდ თამაშში – 0.82)

კასილიასი - 2014/15 – 32, 35 (1.09)

დიეგო ლოპესი – 2013/14 – 36, 36 (1)

დიეგო ლოპესი – 2012/13 – 24, 31 (1.29)

კასილიასი – 2011/12 - 34, 31 (0.91)

კასილიასი – 2010/11 – 35, 32 (0.92)

კასილიასი – 2009/10 – 38, 35 (0.92)

კასილიასი – 2008/09 – 38, 52 (1.37)

კასილიასი - 2007/08 – 36, 32 (0.89)

კასილიასი – 2006/07 – 38, 40 (1.05)

კასილიასი – 2005/06 – 37, 38 (1.03)

კასილიასი - 2004/05 – 36, 30 (0.83)

კასილიასი – 2003/04 – 37, 50 (1.35)

კასილიასი – 2002/03 – 38, 42 (1.11)

კასილიასი – 2001/2002 – 25, 27 (1.08)

კასილიასი – 2000/01 – 34, 37 (1.09)

კასილიასი – 1999/00 – 27, 25 (0.93)

ილგნერი – 1998/99 – 34, 56 (1.65)

კანისარესი – 1997/98 – 26, 30 (1.15)

ილგნერი – 1996/97 – 40, 31 (0.77)

0.133483