ფეხბურთი

12:39 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნი მხოლოდ ანრის ჩამორჩება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი პრემიერლიგაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე 100 გოლი გაიტანა. ინფორმაციას OptaJoe ავრცელებს.

ფეხბურთელმა "ბორნმუთთან" მოგებულ (3:1) ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქეები ჯამში 100-ჯერ დაამწუხრა.

რუნიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა "მეთოფეთა" რიგებში ასპარეზობის დროს "ჰაიბერიზე" 114 გოლი გაიტანა.

რუნის შანსი აქვს მომდევნო სეზონებში ფრანგის შედეგი გააუმჯობესოს. პრემიერლიგის აწ უკვე გასულ სეზონში უეინმა 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109662