ბედი არ გინდა? ევროპაში ლამაზ-ლამაზი მოდელები ისეთ ნაკლებად ცნობილ და მიფუჩეჩებულ კლუბებსაც კი ქომაგობენ, როგორც მაგალითად უკრაინული ზაპოროჟიეს “მეტალურგია”. ჩვენთან კი, როდესაც ეროვნულ პირველობაზე სტადიონზე წამოსკუპებულ ლამაზმანს ხედავენ, ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიცა და ქომაგებიც იმ დღეს კარგ ხასიათზე იძინებენ ხოლმე.
ზაპოროჟიეს “მეტალურგი” ტყუილად ნამდვილად არ გვიხსენებია, რადგან ამჟამად სწორედ ამ კლუბის ქომაგზე, მოდელ ანგელინა პეტროვაზე უნდა გესაუბროთ.
ანგელინას ნამეტანავად შესცოდებია ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი მშობლიური კლუბი და ამ გუნდისათვის ფულის შესაგროვებლად ნახევრად შიშვლად უპოზიორია ფოტოკამერის წინ, ამ საქმეში აღებული ფული კი კაპიკ-კაპიკ ჩაუთვლია ზაპოროჟიული კლუბის ბუღალტერისათვის. ბეჩავ “მეტალურგს” ალბათ ვეღარ უშველის ეს თანადგომა, მაგრამ როგორი ჟესტია?!...