ფეხბურთი

3:18 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშმა, საფრანგეთში წამსვლელთა ვინაობა დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა, იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ლუზიტანთა ღირსებას დაიცავენ.

განაცხადში არიან ვეტერანი მოთამაშეები: რიკარდო კარვალიო, ელიზეუ, ბრუნო ალვეში და რიკარდო კვარეზმა, ხოლო რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე – ჟოაო კანსელო, ბერნარდო სილვა, ბრუმა და რუბენ ნევეში განაცხადში ვერ მოხვდნენ.

სამაგიეროდ, სანტუშის რჩეულებში მოხვდა 18 წლის რენატო სანჩესი, რომელიც ახლახანს “ბენფიკადან” მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა.

საფრანგეთში შემდეგი 23 პორტუგალიელი ითამაშებს:

მეკარეები: რუი პატრისიო (“სპორტინგი”), ენტონი ლოპეში (“ლიონი”), ედუარდო (ზაგრების “დინამო”);
მცველები: ბრუნო ალვეში (“ფენერბახჩე”), ჟოზე ფონტე, სედრიკ სოარეში (ორივე “საუთჰემპტონი”), ელიზეუ (“ბენფიკა”), ვეირინია (“ვოლფსბურგი”), რაფაელ გერერო (“ლორიანი”), რიკარდო კარვალიო (“მონაკო”), პეპე (“რეალი”);
ნახევარმცველები: ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”), ადრიენ სილვა, ჟოაო მარიო, უილიამ კარვალიო (სამივე “სპორტინგი”), ანდრე გომეში (“ვალენსია”), დანილო პერეირა (“პორტო”), რენატო სანჩესი (“ბენფიკა”);
თავდამსხმელები: რაფა სილვა (“ბრაგა”), ედერი (“სუონსი”), რიკარდო კვარეზმა (“ბეშიქთაში”), ნანი (“ფენერბახჩე”), კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”).

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში იმყოფება და მისი მეტოქეები ისლანდია, ავსტრია და უნგრეთი არიან.

0.117425