იტალიის ქალაქ კასერტაში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა მასპინძელ მარტინა გარეგაროს გაეჯიბრა და 4:6, 6:3, 6:4 სძლია.
მერვედფინალში შაფათავა ეკატერინე გორგოძეს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სოფია კოვალეცს შორის უმჯობესს ეთამაშება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 18 მაისს გაეჯიბრებიან.
დღესვე წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს ძალებს შაფათავა. სოფო არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად, პირველ ნომრადა განთესილი. შაფათავა და მოლინერო ძალებს ჩინურ დუეტთან (რენი-ჟენგი) მოსინჯავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
წარმატებები, აბა თქვენ იცით
წარმატებები ჩვენს მოჭადრაკე მანდილოსნებს, ძალიან მაგრები არიან...