კალათბურთი

0:07 | 18.05.2016 | ნანახია 736 - ჯერ

“ბარსელონა” ცვლილებების მოლოდინში

ესპანური “ბარსელონა” მომავალ ზაფხულს დიდ ცვლილებებს გეგმავს და როგორც სჩანს, პირველ რიგში სიახლეს მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ვიხილავთ.

კატალონიელებმა უკვე მოსინჯეს ნიადაგი დევიდ ბლატთან, რომლის მიმართ დაინტერესებას “ნიუ იორკი” და “ჰიუსტონიც” გამოთქვამენ. კიდევ უფრო რეალურია “ბარსაში” ლიტველი შარუნას იასეკივიჩიუსის დანიშვნა. კატალონიელთა ყოფილმა მოთამაშემ 2016 წლის დასაწყისში “ჟალგირისი” ჩაიბარა და კაუნასელებთან ერთად ცუდი შედეგები ნამდვილად არ ჰქონია.

გარდა ამისა, “ბარსელონას” ყურადღების სფეროში “ლაბორალ კუჩას” ამერიკელი გამთამაშებელი დარიუს ადამსი მოექცა. ადამსი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 17.3 ქულას, 2.7 მოხსნას და 2.8 პასს აგროვებს, კარლოს აროიოს შემცვლელად მოიაზრება. ეს უკანასკნელი ზაფხულში კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მე უფრო ნაკრებში მაინტერესებს მისი გამოსვლა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია ნაკრებშიც ესე გამოვა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მკაია ბითაძე რომ იხოდება

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

15 ქულა

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

დღეს ორმაგი დუბლი დადო. . .25 ქულა 11 მოხსნა

16:44 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

დაახლოებით 10 წელია ლიგაში ქულების დაგროვება გაცილებით მარტივი გახდა და მაინც ვერავინ შეძლო მჯ კარიერის საშუალო დაემხო . Ყველაფერს თავი დავანებოთ ( როგორ დავანებოთ ) და მხოლოდ მაგიტომაც არის ულაპრაკოდ ყველა დროის საუკეთესო . Ტიპმა ისეთ ეპოქაში დააგროვა 30 საშუალო სადაც 100+ ქულა არ იყრებოდა საშუალოდ

16:35 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

სასიამოვნოა ბითაძის სტატისტიკა , მაგრამ ამ ორლანდოში ერთედერთი დაცვითი ფუნქციების გამო უნდა მიიღოს დრო და ისევ ბევრი ლაფსუსი აქვს

15:32 | 15.11.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაღალი დონეა ამერიკაში! ევროპული კალათბურთი ამათთან შედარებით ნუ რავი ...

14:58 | 15.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბითაძე ნელნელა უმატებს

0.078586
736