ყუბანის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი გეორგიოს ბარცოკასი სავარაუდოდ ზაფხულში კრასნოდარს დატოვებს და სტამბოლის “დარუშაფაკას” ჩაიბარებს, რომელშიც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მომავალ სეზონში “ლოკომოტივი” ევროლიგაში ვეღარ ითამაშებს, “დარუშაფაკას” კი “უაილდ-ქარდი”, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს და არსებული ცნობებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბარცოკასმა კრასნოდარული კლუბი 2015 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში “ლოკომოტივი” “ოთხთა ფინალში” მე-3 ადგილზე გაიყვანა.