რუსულ კირიშიში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები”. ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში მსოფლიოს უძლიერეს ჭაბუკი მოჭადრაკეები არიან ჩართულნი.
12 მონაწილეს შორის ერთადერთი გოგონა 18 წლამდე ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნინო ხომერიკია (2304). პირველ ტურში ის თეთრი ფიგურებით რუს კირილ კოზიონოვს (2444) გაეჯიბრა და პარტია ყაიმით დაასრულა. მე-2 ტურში ხომერიკი შავებით კიდევ ერთ რუს ალეკსეი ეფანოვს (1693) დაუპირისპირდება.
შეჯიბრი 28 მაისს დასრულდება.