ფეხბურთი

20:52 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის "ლიახვის'' სპეციალური განცხადება

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი'' გაასაჩივრებს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც კლუბს უარი ეთქვა ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიის მიღებაზე.
ცხინვალის "ლიახვის" დირექტორის ზურა ყაულაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ის წესდებით აღიარებულ ტრიბუნალში გასაჩივრდება.
"სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ცხინვალის "ლიახვი" სფფ-ის წესდების 59-ე მუხლის თანახმად, სფფ-ის აღიარებულ ტრიბუნალში გაასაჩივრებს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ორგანოდანაც უარი მივიღეთ, მაშინ სფფ-ის წესდების 61-ე მუხლით ვიხელმძღვანლებთ, რომლის მიხედვითაც კლუბს უფლება აქვს ტრიბუნალის გადაწყვეტილება შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში არსებულ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს," - განაცხადა ზურა ყაულაშვილმა.

ს.კ "ლიახვის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172834