კალათბურთი

20:14 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონს” ჰორფორდი მოუნდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარ “ჰიუსტონ როკეტსს” “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრის ალ ჰორფორდის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Sporting News-ი ავრცელებს. ჰორფორდს ზაფხულში “ატლანტასთან” კონტრაქტი ეწურება.

ჰორფორდმა 2015/16 წლები სეზონში 82 შეხვედრა ჩაატარა და 29 წლის ცენტრი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.2 ქულას, 7.3 მოხსნას, 3.2 პასს და 1.5 ბლოკ-შოტს აგროვებდა.

წყაროს ცნობით, “ჰიუსტონი” ასევ “ნიუ იორლეანის” შემტევის რაიან ანდერსონის გადაბირებასაც შეეცდება.

0.113723